Recent Posts

About

გამარჯობა

Facebook

http://blogroll.ge/#763ayd8l3

Popular Posts

თვალის სეირი 6

4/19/2010
ეს უცნაური სკულპტურა რამოდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს მილენიუმ-პარკში დადგეს. მის პრიალა ზედაპირზე  ირგვლივ არსებული სამყაროს ალმაცერა ანარეკლი სჩანს.
 ეს ინდოელი მოქანდაკის, ბომბეელი ანიშ კაპურის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. მისი სახელწოდება "ღრუბელთა კარიბჭე" გახლავთ.

162 -ი უჟანკავი ფილადის ერთმანეთზე დადუღებული და გაპრიალებული ქმნილება მართლაც რომ მომაჯადოვებელია.
მისი შექმნიშ იდეა მოქანდაკეს ვერცხლის წყლის წვეთის ფორმებით ტკბობამ გაუჩინა. "ღრუბელთა კარიბჭედ" ჩაფიქრებულ ქმნილებაზე მუშაობისას აზრადაც არ მოსცლია რომ მის სკულპტურას ჩიკაგოს პარკში ლობიოს დაარქმევდნენ. თუმცა ამის გამო მას მშვნიერება ნამდვილად არ მოკლებია.
 მისი წონა 99,8 ტონაა, 10 მერტი სიმაღლეში, 20 სიგრძეში და 13 სიგანეში. თავიდან ავტორი ვარაუდობდა მისი იდეის განხორციელებას 6 მილიონ დოლარი ეყოფოდა, მაგრამ ამ ციფრმა 22 მილონამდე მიაღწია. თუმცა დამეთანხმებით რომ მის შემხედვარე ფულზე ნამდვილად აღარ ფიქრობ.

დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თუნდაც მიმსგავსებულ ქმნილებას საქართველოში.

1 комментарий:

Zurriuss комментирует...

მსვენიერია, საოცარი!